რუსთავის N23 საჯარო სკოლის ეზოს გამწვანებაზე მოსწავლეები აქტიურად ზრუნავენ
21-12-2021
ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის N23 საჯარო სკოლაში გარემოს დაცვაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ.
ამჯერად, მე-5დ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ზიზი ჭაჭაშვილის ხელმძღვანელობით, სკოლის ეზოს გამწვანებაზე იზრუნეს.
აღნიშნულ აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. ისინი ეკოლოგიის მნიშვნელობას კარგად იაზრებენ.
„ნერგები ბავშვებს თვითონ გამოჰყავთ, აფესვიანებენ, აძლიერებენ და მცენარე შესაფერის სეზონზე სკოლის შერჩეულ ტერიტორიაზე, ნიადაგში გადააქვთ. მოსწავლეები თავად ზრუნავენ მცენარის ზრდასა და განვითარებაზე. „გაიხარე, გამახარე“ - ამ სიტყვების წარმოთქმა მათ განსაკუთრებულ სიხარულს ანიჭებს. ბავშვებმა თავიანთ გუნდს „მწვანე რუსთაველები“ დაარქვეს და ამ სახელს ნამდვილად ამართლებენ“,- წერს სკოლა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს