წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში შიდასასკოლო ვიქტორინა - „ვიფიქროთ და ვიაზროვნოთ ერთად“ ჩატარდა
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის მათემატიკაში შიდასასკოლო ვიქტორინა ჩატარდა.
ვიქტორინაში, რომლის სახელწოდებაც „ვიფიქროთ და ვიაზროვნოთ ერთად“ იყო, მე-5 ა,ბ და გ კლასის მოსწავლეთა გუნდები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეები ვიქტორინაში დიდი ინტერესით, ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ ღირსეულად იასპარეზეს, გამარჯვება კი მე-5გ კლასის გუნდმა მოიპოვა.
„გუნდებს შორის ჩატარდა მათემატიკური ვიქტორინა, სახელწოდებით „ვიფიქროთ და ვიაზროვნოთ ერთად“ (საგნის მასწავლებლები: ნ.ბაზაძე; ლ.სამნიაშვილი) (დამრიგებლები: ფ.გიორხელიძე; თ.გრიგოლია; ს. ქობალია). ერთმანეთს ეჯიბრებოდა თითოეული კლასის 7-7 წევრიანი გუნდი. აღნიშნულმა ვიქტორინამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. გაიმარჯვა Vგ კლასის გუნდმა, ლიდერი ა.ბენიძე“,- წერს სკოლა.
იხილეთ ფოტოები: