გუბისწყლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო ოლიმპიადის I ტურში გაიმარჯვეს
21-12-2021
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუბისწყლის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებსა და ღონისძიებებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად წარმატებით მონაწილეობენ.

სკოლის მოსწავლეებმა ლიკა ჭოლოკავამ და თამარ ქაშიბაძემ ამჯერად ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის I ტურში დიდ წარმატებას მიაღწიეს, რის შესახებაც სკოლა მეტ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს:

„გუბისწყლის საჯარო სკოლა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურში გამარჯვებას და რეიტინგში პირველი ადგილს ულოცავს მე-11 კლასის მოსწავლეებს - ლიკა ჭოლოკავას და თამარ ქაშიბაძეს. ვუსურვებთ შემდეგ წინსვლას“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203