ჩხიკვთას საჯარო სკოლის პედაგოგები მათემატიკის სწავლების პროცესში განმავითარებელი შეფასების კრიტერიუმებს გაეცნენ
21-12-2021

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხიკვთას საჯარო სკოლაში, USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრაზე სადაც განხილული იყო რემედაციისა და დიფერენცირებული სწავლების მეთოდ- ხერხები, ასევე პედაგოგები გაეცნენ განმავითარებელი შეფასების კრიტერიუმებს დაწყებით საფეხურზე მათემატიკის სწავლების პროცესში.

აღსანიშნავია, რომ სკოლის ლიდერი პედაგოგები აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საბაზისო განათლების პროგრამის ტრენინგებსა და აქტივობებში არიან ჩართულნი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203