„მცენარისა და ადამიანის საჭიროებები“ - წყალტუბოს N1 სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსური დავალება შეასრულეს
21-12-2021

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალება - „მცენარისა და ადამიანი საჭიროებები“, შეასრულეს.

აღნიშნულ დავალებაზე მუშაობისას მოსწავლეებმა მათემატიკაში, ბიოლოგიასა და ხელოვნებაში შესწავლილი მასალის ერთდროულად გამოყენება შეძლეს. 

მოსწავლეებმა პრეზენტაციის წარდგენისას ადამიანებისა და მცენარეების საჭიროებების შესახებ გარკვევით ისაუბრეს.

„კომპლექსური დავალების ფარგლებში, მოსწავლეებმა ადამიანისა და მცენარეების საჭიროებები წარმოადგინეს ვენის დიაგრამის მეშვეობით. აჩვენეს თეორიული ცოდნა სიმრავლეებზე, მათ გაერთიანებასა და თანაკვეთაზე. დავალებაზე მუშაობის დროს მოსწავლეებმა შეძლეს მათემატიკაში, ბიოლოგიასა და ხელოვნებაში შესწავლილი მასალის ინტეგრირება. (მასწავლებელი: თ.ჭოლაძე, კლასის ხელ-ი: დ.ხაჩიძე)“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203