„მწვანე ოთხშაბათი“-  აჭყვას საჯარო სკოლ​აში გარემოს დაცვასთან დაკავშირებით პროექტი განხორციელდა
21-12-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტზე - „მწვანე ოთხშაბათი“, იმუშავეს. 

პროექტი ეკოლოგიას შეეხებოდა და მასში მოსწავლეები ინგლისური ენის პედაგოგის თეა ზოიძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. 

მოსწავლეებმა გარემოს დაცვის როლისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს. 

„პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, აქტივიზმი, გარემოს დაბინძურების პრობლემების აღმოსაფხვრელად.
მოსწავლეებმა გამართეს დებატები გარემოს დაბინძურების პრობლემების მოსაგვარებლად.
მოამზადეს პოსტერები, სადაც მოცემულია მოწოდებები გარემოს დასაცავად“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203