„ჩვენ ვზრუნავთ გარემოზე“- უხუთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჩიტის სახლები დაამზადეს
21-12-2021

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ უხუთის საჯარო სკოლის IX-XII კლასის მოსწავლეები გარემოზე ზრუნავენ. სწორედ ამ მიზნით, მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი აქტივობა განახორციელეს. 

მოსწავლეებმა იმისთვის, რომ ფრინველებს გამოზამთრება გაუმარტივონ ჩიტის სახლები დაამზადეს. 

აქტივობის ორგანიზატორი რუსული ენის მასწავლებელი თეონა გოგიძე გახლავთ. 

„ჩვენ ვზრუნავთ გარემოზე. ჩიტებს დავუმზადეთ სახლები, რათა მათ ზამთრის გადატანა გავუმარტივოთ“,- აღნიშნავენ მოსწავლეები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203