ჯიმითის საჯარო სკოლა საახალწლოდ მოირთო
21-12-2021
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითის საჯარო სკოლაში საახალწლო სამზადისი დაიწყო.

სკოლაში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოსწავლეებს საახალწლო განწყობა ჰქონდეთ. 

პედაგოგებმა და მოსწავლეებმა საახალწლო დეკორაციები დაამზადეს და სკოლა მორთეს.

„სკოლაში წინასაახალწლო ფუსუფუსი და სამზადისი აქტიურ ფაზაში შევიდა. მოსწავლეებმა და პედაგოგებმა დაამზადეს ხელნაკეთი ნივთები, საახალწლო დეკორაციები, ცხადია, მორთეს ნაძვის ხეც. ჯიმითის საჯარო სკოლა ბედნიერ ახალ წელს უსურვებს სრულიად საქართველოს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203