ზედა საქარის საჯარო სკოლაში ილია აბულაძის დაბადებიდან 120 წლისადმი მიძღვნილი კვირეული გრძელდება
21-12-2021
ილია აბულაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარის საჯარო სკოლაში ფილოლოგის, ძველი ქართული ენისა და მწერლობის მკვლევარის, ხელნაწერთა ინსტიტუტის დამაარსებლის ილია აბულაძის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული გრძელდება. 

აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, მერვე კლასის მოსწავლეებმა საინფორმაციო ბუკლეტები დაამზადეს და მოსახლეობას დაურიგეს. 

აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

„მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენეს ,რომ უნდა გვახსოვდეს ჩვენი სახელოვანი წინაპრები და უნდა გავუფრთხილდეთ მათ დანატოვარს“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203