ზესტაფონის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, არაბი მოგზაურების როლი მოირგეს
21-12-2021
ზესტაფონის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეები კომპლექტურ დავალებებს აქტიურად ასრულებენ. 

ამჯერად, პედგოგმა ნინო ჩადუნელმა მე-8 კლასში კომპლექსური სამუშაოს პრეზენტაცია ჩაატარა. აღნიშნული დავალების თემა „არაბები და საქართველო“ იყო. 

დავალების შესაბამისად, მოსწავლეებს არაბი მოგზაურების როლი უნდა მოერგოთ და საქართველოს შესახებ დაეწერათ.

„მათ უნდა წარმოედგინათ დღიური, რომ ისინი იყვნენ არაბი მოგზაურები, რომლებიც საქართველოს ესტუმრნენ და გარკვეული წარმოდგენა შეექმნათ საქართველოსა და ადგილობრივ მოსახლეობაზე, მათ ეკონომიკასა და კულტურაზე.
მოსწავლეთა ნაწილმა პრეზენტაცია წარმოადგინეს დაძველების ეფექტით ე.წ.გრაგნილები და ნაწილმა წარმოადგინა პოვერპოინტში.
ყველა ნამუშევარი ნამდვილად იმსახურებდა მოწონებას. პრეზენტაციას ესწრებიდნენ საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრის წევრები და სკოლის დირექტორის მოადგილე“,- წერს სკოლა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203