საქობოს საჯარო სკოლის მოსწავლე სალომე კუტიბაშვილმა ძიუდოს ტურნირში ვერცხლის მედალი მოიპოვა
21-12-2021

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე სალომე კუტიბაშვილმა ძიუდოში ლევან ბიგანიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირში წარმატებით იასპარეზა. მოსწავლემ სპორტულ შეჯიბრში საპრიზო ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. 

ლევან ბიგანიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი 4 დეკემბერს თბილისში ჩატარდა.

9-10-11 დეკემბერს კი ძიუდოს აკადემიაში მასტერკლასები გაიმართა, სადაც ახალგაზრდა სპორტსმენებთან ერთად სალომე კუტიბაშვილიც აქტიურად იყო ჩართული. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203