წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მასწავლებლები ერთმანეთს საუკეთესო გამოცდილებას უზიარებენ
21-12-2021

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში გრძელდება მასწავლებელთა სამუშაო შეხვედრები, სადაც კოლეგები ერთმანეთს თავიანთ საუკეთესო გამოცდილებას უზიარებენ.

კომპლექსური დავალების განხორციელების ყველა ეტაპებზე ისაუბრა და მის მიერ შედგენილი მატრიცა კოლეგებს გააცნო ფიზიკის მასწავლებელმა, ბელა სებუამ. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა საქმიანი საუბარი, კითხვა- პასუხის რეჟიმში. 

ასევე შეხვედრები მიმდინარეობს ხარისხის ჯგუფის წევრებთან ერთად. შედგა მორიგი შეხვედრა - თავის გამოცდილებაზე კოლეგებს ესაუბრა ისტორიის წამყვანი მასწავლებელი მაია ქობულია. მან სკოლაში მოტივაციის ამაღლების გზებზე ისაუბრა.

კოლეგების შეხვედრები გაგრძელდება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203