ზედა განთიადის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა უცხოენოვანი კედლის გაზეთი გამოუშვეს
21-12-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კედლის გაზეთი რუსულ ენაზე გამოუშვეს. 

გაზეთი მე-8 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს, მისი რედაქტორი ელენე დოლიძე იყო. 

მოსწავლეები გაზეთის მომზადებას დიდი ენთუზიაზმით შეუდგნენ და საბოლოო შედეგით მათი პედაგოგიც კმაყოფილია.

„პირველად შეეჭიდა სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ელენე დოლიძე რუსული ენის კედლის გაზეთის რედაქტორობას და შესანიშნავად გაართვა თავი. კლასელებს თამარ შაინიძეს, ლანა ბოლქვაძესა და მარიამ ცხადაძეს დაავალა შერჩეულ თემატიკაზე მასალების მოძიება და დამუშავება. დიდი ენთუზიაზმით შეუდგნენ გოგონები საქმიანობას, პირველი გაზეთიც გამოქვეყნეს და დიანა მასწავლებლის დამსახურებული კმაყოფილებაც დაიმსახურეს“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203