არეშფერანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა ფრენბურთის რაიონულ შეჯიბრში იასპარეზა
21-12-2021

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი ფრენბურთის რაიონულ შეჯიბრში მონაწილეობდა. 

გუნდმა რთულ და დაძაბულ თამაშში ღირსეულად იასპარეზა და ფინალში დამარცხდა. შეჯიბრში 2005-2006 წელს დაბადებული ვაჟები მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეებმა შესანიშნავად ითამაშეს. სპორტის მასწავლებელი დავით ცერცვაძე მოსწავლეებით ამაყობს და წინსვლასა და წარმატებას უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203