დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
20-12-2021

დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლაში მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო კათედრამ ინტელექტუალური თამაში - „რა, სად, როდის?“ გამართა. ინტელექტუალურ კონკურსში ოთხი გუნდი მონაწილეობდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, თამაში მიმდინარეობდა წესებისა და რეგულაციების დაცვით.

„ნომინაციებს შორის წარმოდგენილი იყო მუსიკალური ნომრები. თამაში მხიარულად და აზარტულად წარიმართა. გამარჯვებულად გამოვლინდა ორი გუნდი, რომლებიც ერთმანეთს ფინალში 24 დეკემბერს შეხვდებიან. წარმატებები ჩვენს მოაზროვნე მოსწავლეებს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203