მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლაში ღონისძიება „ბარაქანი შემოდგომა“ გაიმართა. მოსწავლეებმა წელიწადის ეს დრო სიმღერით, ლექსებითა და ცეკვებით გააცილეს.
აღნიშნულ აქტივობაში მოსწავლეების ხელმძღვანელი პედაგოგი თათია კვიციანი იყო.
„პატარა მერცხლებმა, რომლებიც ემზადებიან საახალწლო ზეიმისათვის, ჩაატარეს შემოდგომის ზეიმი. გამართეს პატარა ბაზრობა, ამოავლეს ჩურჩხელები, ლექსები მიუძღვნეს შემოდგომას. იმღერეს და ღონისძიება მხიარულ ნოტაზე დაამთავრეს“,- წერს სკოლა.
იხილეთ ფოტოები: