ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის მოსწავლე თენგიზ ხიდაშელმა სამბოში ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
20-12-2021
ზესტაფონის N5 საჯარო სკოლაში ბევრი ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლეები სწავლობენ, რომელთა თითოეულ წინსვლას სკოლა საზოგადოებას ყოველთვის სიხარულით უზიარებს.
სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ, თენგიზ ხიდაშელმა სამბოში კადეტებს შორის კვიპროსში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დიდი წარმატებით იასპარეზა და მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.
სკოლა აღნიშნულთან დაკავშირებით მეტ დეტალურ ინფორმაციას თავად ავრცელებს და მოსწავლეს წარმატებას გულითადად ულოცავს:
„სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს ამავე სკოლის მე-12 კლასელს თენგიზ ხიდაშელს ამ ბრწყინვალე გამარჯვებას! წარმატებები თენგიზ, წინ ბრწყინვალე მომავლისკენ.. საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, კვიპროსში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე კადეტებს შორის, საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქრო, ორი ვერცხლი, სამი ბრინჯაოს მედალი და გუნდური მესამე ადგილი მოიპოვა,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს