„ერთი ფოთლის ისტორია“ - ხონის N2 საჯარო სკოლის IV კლასში ინტეგრირებული პროექტი ჩატარდა
20-12-2021
აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
IVა კლასში დამრიგებლის, ია კინწურაშვილის ხელმძღვანელობით ინტეგრირებული პროექტი - „ერთი ფოთლის ისტორია“ ჩატარდა.
„ხელოვნება - ია კინწურაშვილი, მუსიკა - ფიქრია სულაბერიძე, ბუნებისმეტყველება - დალი მარდალეიშვილი. მოსწავლეებმა ისაუბრეს უნიკალური მცენარის, კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უძველესი ხის, გინკო ბილობას შესახებ, რომელიც ხონის ისტორიულ ბულვარში ხარობს და „ცოცხალ წიაღისეულსაც“ უწოდებენ. იგი დედამიწაზე რამდენიმე მილიონი წელია ხარობს. ისაუბრეს მის უნიკალურობაზე, მის სასარგებლო თვისებებზე. მოსწავლეებმა გინკოს ულამაზესი ფოთლებისაგან დამზადებული მხატვრული კომპოზიციების გამოფენა მოაწყვეს, ულამაზესად მორთულ ოთახში, შემოდგომის სურნელი დაატრიალეს. შეასრულეს ძალიან ლამაზი სიმღერები შემოდგომაზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს