წეროვნის N3 საჯარო სკოლის პირველკლასელებს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში საახალწლო ზეიმზე უმასპინძლა
20-12-2021
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლის პირველკლასელებს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში საახალწლო ნაძვის ხის ზეიმზე უმასპინძლა.

პატარა მოსწავლეები პრეზიდენტის სასახლეში სხვადასხვა საახალწლო აქტივობებს დაესწრნენ.

აქტივობით პირველკლასელები მოხიბლულები დარჩნენ და პატარებს პრეზიდენტთან სტუმრობა კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203