ჭვანის საჯარო სკოლის 3-მა მოსწავლემ კრივში, სხვადასხვა წონით კატეგორიაში, საპრიზო ადგილი მოიპოვა
20-12-2021
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კრივში სხვადასხვა წონით კატეგორიაში საპრიზო ადგილები მოიპოვეს. 

პირველობა ბათუმში გაიმართა და მასში სკოლის სამმა მოსწავლემ რატი ამაღლობელმა, საბა ქათამაძემ და საბა დიმიტრაძემ წარმატებას მიაღწიეს. 

საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: 

  • რატი ამაღლობელი - 1-ლი ადგილი;
  • საბა ქათამაძე - მე-2 ადგილი;
  • საბა დიმიტრაძე - მე- 2 ადგილი.
სკოლა ამაყია მოსწავლეებით და მომავალშიც წინსვლას უსურვებს.

„დირექცია, პედაგოგები და მოსწავლეები გულითადად ულოცავენ ახალბედა მოკრივეებს და მასწავლებელს რუსლან ქათამაძეს საპრიზო ადგილების მოპოვებას და უსურვებენ შემდგომ შეჯიბრებებში მაღალი საპრიზო ადგილების მოპოვებას. წარმატებები“,- წერს სკოლა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203