ჩორჯოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კლასები წინასაახალწლოდ მორთეს
20-12-2021

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჯოს საჯარო სკოლაში წინასაახალწლო სამზადისია. 

მოსწავლეებმა საკლასო ოთახები საახალწლო დეკორაციებით მორთეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

„ჩორჯოს საჯარო სკოლაში საახალწლო განწყობა სუფევს. მოსწავლეებმა ხალისით მორთეს თავიანთი კლასები. ვულოცავთ დამდეგ ახალ წელს სკოლის მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებს, სრულიად საქართველოს დამდეგ ახალ წელს, მშვიდობის და წარმატებების წელი ყოფილიყოს თითოეული ჩვენგანისთვის“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203