ბათუმის N22 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ზღაპარი -„კომბლე“ დადგეს
20-12-2021
ბათუმის N22 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

VII კლასის ნიჭიერმა მოსწავლეებმა ზღაპარი -„კომბლე“ დადგეს. ბავშვებმა თოჯინები და სპექტაკლის თითოეული დეტალი თავად დაამზადეს.

აქტივობას სკოლის მუსიკის პედაგოგი, ნანა მსახალაძე ხელმძღვანელობდა.

ზღაპარი სკოლის შესასვლელში დაიდგა და უმცროსკლასელები ესწრებოდნენ.

პედაგოგის თქმით დავალების მიზანს ბავშვების შემოქმედებით საქმიანობაში ჩართვა წარმოადგენდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203