წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ლუკა ომანაძემ და საბა გველესიანმა სამბოში ევროპის ჩემპიონატზე საპრიზო ადგილები დაიკავეს
20-12-2021

მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლუკა ომანაძემ და საბა გველესიანმა კვიპროსში, სამბოში კადეტებს შორის მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავიანთ წონით კატეგორიებში საპრიზო ადგილები დაიკავეს. 

მათ საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გაიარეს, ფინალურ ბლოკაშ გადავიდნენ და წარმატებას მიაღწიეს. 

საბა გველესიანმა პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ლუკა ომანაძემ მესამე. 

სკოლა ამაყია მოსწავლეებით და უამრავ წარმატებას უსურვებს.

„მოჭიდავეები 3-3 მოგებით ფინალურ ბლოკში გადავიდნენ. საბოლოოდ,ლუკა ომანაძემ მესამე საპრიზო ადგილი და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, საბა გველესიანმა კი ფინალური ბლოკი მაღალ დონეზე ჩაატარა და თავისი საშემსრულებლო ოსტატობით პირველობა არავის დაუთმო, კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურიდიან ოქროს მედლით მკრდდამშვენებულმა საქართველოს ჰიმნი ააჟღერა“,- წერს სკოლა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203