ბანოჯის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლიტერატურულ კონკურსში წარმატებით იასპარეზეს
20-12-2021

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფრიდონ ხალვაშისა და ზურაბ გორგილაძის სახელობის ლიტერატურულ კონკურსში - „ზღვაური - 2021“, წარმატებით იასპარეზეს.

კონკურსში სკოლის 4 მოსწავლე, სამოქალაქო განათლების მასწავლებლის ნინო კახნიაშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობდა.

ოთხივე მათგანი დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდა. 

სკოლა ამაყობს მოსწავლეებითა და მომავალშიც წარმატებას უსურვებს.

„მე-12 კლასის მედლის კანდიდატი მოსწავლე ნინო კოღუაშვილი გახდა ბრინჯაოს მედლის გამარჯვებული პროზაული ნაწარმოებით „კავკასიონის თვალით დანახული სოხუმის დაცემა“.
მე-11 კლასის მოსწავლეები ქრისტინე ქაშიბაძე და ნინო ჩოგოვაძე გახდნენ დიდგორობის 900 წლისთავისადმი მიძღვნილი პატრიოტული კონკურსის გამარჯვებულები. ამავე თემაზე პროზის ორიგინალური დაწერისათვის კონკურსგარეშე დაჯილდოვდა მე-4 კლასის მოსწავლე ნონა ახვლედიანი.
სასწავლო საზოგადოება მადლობას უცხადებს მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარეს მე-11 კლასის  მოსწავლეს ლიზი ჯავახაძეს კონკურსის შესახებ ინფორმაციის მოწოდებისთვის; ქალბატონ  ნინო კახნიაშვილს გაწეული შრომისათვის;  დირექტორს ნინო წილოსანს მხარდაჭერისათვის.
სრულიად სასკოლო საზოგადოება კი მადლობას უხდის აჭარის მწერალთა სახლს და ლიტერატურულ ჟურნალს „ზღვაური“ ასეთი ორგანიზებული კონკურსისათვის და იმ ბედნიერი წუთებისათვის, რომელმაც ჩვენს მოსწავლეებს უაღრესად დიდი მოტივაცია შესძინა“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203