ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის ეკოკლუბის ორგანიზებით ბავშვთა უფლებების შესახებ ვებინარი ჩატარდა
20-12-2021
გელა ჭედიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის ეკოკლუბის ორგანიზებით ბავშვთა უფლებების შესახებ ვებინარი ჩატარდა. 

ვებინარს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ცინცაძე უძღვებოდა.  

მოსწავლეები მასში დიდი მნდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

სკოლა ქეთევან ცინცაძეს საინტერესო შეხვედრისათვის მადლობას უხდის. 

„ვებინარის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ბავშვთა უფლებების კოდექსით გათვალისწინებულ აქტუალურ საკითხებზე. 
შეხვედრას ესწრებოდნენ სოფელ სერგიეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც.
მადლობა ქალბატონ ქეთევან ცინცაძეს საინტერესო და ინფორმაციული შეხვედრისათვის“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203