ცხუნკურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, ბიოგრაფიული ნარკვევი დაწერეს
20-12-2021
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ყოველთვის მრავალფეროვან საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.
ამჯერად, IX კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში კომპლექსური დავალების დასკვნითი ეტაპი ჩატარდა. მოსწავლეების პედაგოგი დარეჯან ტუსკაძეა.
„მოსწავლეებმა საფუძვლიანად გაიარეს კომპლექსური დავალების ყველა ეტაპი და ბოლო ეტაპზე დაწერეს ბიოგრაფიული ნარკვევი - „ვინ იყო იაკობ მანსვეტაშვილი?" გიორგი შატბერაშვილის - „საუკუნო საგზალისა“ და „იაკობ მანსვეტაშვილის მოგონებებზე“, დაყრდნობით. მიზანი იყო იაკობ მანსვეტაშვილის გაცნობა მსმენელისათვის, რომელსაც მასზე არაფერი სმენია. IX კლასის მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს თავიანთი ნაშრომი და გააკეთეს რეფლექსია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს