საქობოს საჯარო სკოლის გუნდი ინტელექტუალური თამაშის რეგიონულ ტურში იასპარეზებს
20-12-2021

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის გუნდმა „რაგნაროკმა“ ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“, ფინალურ ტურში გაიმარჯვა.

თამაში სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა. მასში 6 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდები მონაწილეობდნენ. 

საუკეთესო მოაზროვნის პრიზი „რაგნაროკის“ კაპიტანმა ჟანა ზურაშვილმა დაიმსახურა. 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, დავით დურგლიშვილმა ინტქლექტუალური თამაშის მონაწილეებს „ბუ“ და წიგნები გადასცა.

სკოლა ამაყობს მოსწავლეებით და რეგიონულ ტურში უამრავ წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203