„ბიოლოგიის მასწავლებელმა აიდა არაქელიანმა და ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა, ლეილა დათაშვილმა საინტერესო გაკვეთილი ჩაატარეს. მოსწავლეებმა პრეზენტაციისას ისაუბრეს და ყურადღება გაამახვილეს კოვიდ-19-ის ვაქცინაციის შესახებ თუ რამდენად საჭიროა აცრა, პირბადის ტარება, ხელების ხშირად დაბანა და დისტანციის დაცვა. აგრეთვე ისაუბრეს თუ რა პრობლემის წინაშე დგას მსოფლიოს მოსახლეობა, როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები: არმენაკ ასატრიან, მარინა მელტონიანი და ირინა თავღორაშვილი“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.