თბილისის N60 საჯარო სკოლაში საახალწლო ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
20-12-2021
თბილისის N60 საჯარო სკოლაში საახალწლო სამზადისია.
სადღესასწაულო აქტივობებში თითოეული მოსწავლე დიდი ხალისით მონაწილეობს.
მათ შორის მე-3ა და მე-5ა კლასის მოსწავლეებმა შთამბეჭდავი სადღესასწაულო დეკორაციები შექმნეს. სკოლაში მათი საახალწლო ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. მოსწავლეები დამდეგ 2022 წელს სასკოლო საზოგადოებასა და მთელს ქვეყანას სწორედ, რომ ნამუშევრებით ულოცავენ.