„უფრო მეტი ილიას შესახებ“ - ბიწმენდის საჯარო სკოლაში ლიტერატურული საღამო ჩატარდა
20-12-2021
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
13 დეკემბერს სკოლაში ლიტერატურული საღამო სახელწოდებით - „უფრო მეტი ილიას შესახებ“ ჩატარდა და მონაწილეობა VIII, IX კლასის მოსწავლეებმა მიიღეს.
აღნიშნული აქტივობას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები - ნინელი მამულაშვილი და ნინო გულბათაშვილი ხელმძღვანელობდნენ.
„ღონისძიება ითვალისწინებდა მეტი საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას მოსწავლეებში. ხელმძღვანელთა მიზანი იყო მოსწავლეებს საპროგრამო მასალის გარდა, გაეგოთ უფრო მეტი ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს