ზედა განთიადის საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა ზღაპარი გაახმოვანეს
20-12-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა კლასის ხელმძღვანელთან, მაია ცხადაძესთან ერთად კომპლექსური დავალების ფარგლებში ზღაპარი - „გვრიტი“ გაახმოვანეს.
„კიდევ ერთხელ აღგვაფრთოვანა სკოლის III კლასის მოსწავლეებმა და დამრიგებელმა, მაია ცხადაძემ თავიანთი შემოქმედებითი ნამუშევრით. მათ ამჯერად გადაწყვიტეს ქართული ენის გაკვეთილზე ჩვენთვის ეჩვენებინათ კომპლექსური დავალება და გახმოვანებული ზღაპარი - „გვრიტი“ წარმოგვიდგინეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს