გაიცანით, აწყვიტის საჯარო სკოლის შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლე ნიკოლოზ ივანიძე
20-12-2021
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტის საჯარო სკოლაში მოსწვლეებისთვის სხვადასხვა საინტერესო კონკურსები ხშირად ტარდება. ნიჭიერი ბავშვები კი აქტივობებში ხალისით ერთვებიან.
სკოლაში ამჯერად, ფოტოკონკურსი ჩატარდა, სადაც მე-6 კლასის მოსწავლემ, ნიკოლოზ ივანიძემ გაიმარჯვა და მას ორგანიზატორობას კლასის ხელმძღვანელი ნინო ბირჩაძე უწევდა.
აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზმა ასევე, - „საქართველოს ახალგაზრდული აკადემიის“ პერსონალურ ონლაინ გამოფენაში მონაწილეობა მიიღო და დიპლომით დაჯილდოვდა.