ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის სამაგალითო მოსწავლე თამარ ტუტლიაევი დავალებების შესრულებას შემოქმედებითად უდგება
20-12-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლაში ბევრი ნიჭიერი და სამაგალითო მოსწავლე სწავლობს.
სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული და ნიჭიერი მოსწავლე მეორეკლასელი - თამარ ტუტლიაევია. პატარა მოსწავლე თანატოლებისთვის გამორჩეული სწავლით მართლაც სამაგალითოა.
„ეს უჭკვიანესი გოგონა - ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის, IIა კლასის მოსწავლე - თამარ ტუტლიაევია. თამარი ყოველთვის გამოირჩევა პასუხისმგებლიანობით. დავალებებს ყოველთვის დიდი ყურადღებით, დაკვირვებით და ხალისით ასრულებს. გარდა ამისა, ცდილობს მუდმივად იყოს ჩართული სკოლის სხვადასხვა აქტივობებში“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს