მანავის საჯარო სკოლის მეათეკლასელებს, განათლების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, ონლაინ ტესტირება ჩაუტარდათ
20-12-2021
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობები ხშირად ტარდება.

სკოლის მე-10 კლასელებისთვის ამჯერად ტესტირება ჩატარდა, რომელიც 7 და 8 დეკემბერს ონლაინ ფორმატში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ კლასის ხელმძღვანელი თეა ფოცხვერაშვილია.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტი პროგრამის - „ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარება და დანერგვის ხელშეწყობა“ ქვეპროგრამის - „სოციო-ემოციური უნარების განვითარება და დანერგვა საქარველოს ახალგაზრდებს შორის“, ფარგლებში თანამშრომლობს მანავის საჯარო სკოლასთან;

სკოლაში 7 და 8 დეკემბერს მე-10 კლასის მოსწავლეებს ტესტირება ჩაუტარდათ. სკოლამ უზრუნველყო ტესტირების ონლაინ ჩატარებისთვის საჭირო გარემო და გამოყოფილი იქნა მასწავლებელი დამკვირვებლის სტატუსით (მასწავლებელი მაია დიდებულიძე); მოსწავლეები ინტერესით მოეკიდნენ ტესტირებას, რადგან ტესტირების თემატიკა მოზარდების ყოველდღიური ცხოვრების, სკოლასა და ოჯახში ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს, მათ ინტერესებს და მიზნებს ეხებოდა; ცდილობდნენ დამოუკიდებლები და გულწრფელები ყოფილიყვნენ საკუთარ მოსაზრებებში; გაუჩნდათ კითხვები, დაინტერესდნენ პროექტის შემდგომი ამოცანებით“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203