„სიტყვების თამაში“​ - კუჭატნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო კლასგარეშე აქტივობა
20-12-2021
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესია შექმნილი.

მე-6 კლასში მოსწავლეებმა რუსულ ენაში კლასგარეშე აქტივობა - „სიტყვების თამაში“ ჩაატარეს.

აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება ახალი სიტყვების ადვილად შესასწავლად, ნასწავლი სიტყვების გამოყენება პრაქტიკაში და ლექსიკური მარაგის გამდიდრება.

„რუსული ენის წამყვანი მასწავლებელი მარინა ლაფაური ესაუბრა მოსწავლეებს უცხო ენის ცოდნის მნიშვნელობაზე. ბავშვები ხმამაღლა კითხულობენ და მასწავლებლის დახმარებით განმარტავენ ტექსტში გამოყენებულ ახალი სიტყვების მნიშვნელობას. ამის შემდეგ მოსწავლეები განახორციელებენ როლურ თამაშს  თემაზე - „გაცნობა“. აქტივობის დასრულების შემდეგ მასწავლებელმა, მარინა ლაფაურმა მოსწავლეებთან ერთად შეაჯამა მიღებული ცოდნა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203