„ჩვენ ოდესმე დავბრუნდებით“ - წყალტუბოს N1 სკოლაში ემიგრანტების საერთაშორისო დღეს კლასის საათი მიეძღვნა
20-12-2021
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესია შექმნილი.
მე-10ბ კლასში, თემაზე - „ჩვენ ოდესმე დავბრუნდებით“ საინტერესო აქტივობა ჩატარდა.
„ემიგრანტების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა კლასის საათი თემაზე - „ჩვენ ოდესმე დავბრუნდებით" მე-10ბ კლასში (დამრიგებელი: თ. თუთბერიძე). ბავშვებმა ისაუბრეს ემიგრაციის მიზეზებზე, მოიძიეს ისტორიები ემიგრანტთა ცხოვრებიდან, გამოთქვეს მოსაზრებები, როგორ შეიძლება შემცირდეს ემიგრანტთა რიცხვი, ისაუბრეს სტატისტიკაზე, ნახეს ეპიზოდები კინოფილმიდან „ფესვები“, ლექსით მიეფერნენ ემიგრანტ დედებს. გამძლეობა ჯანმრთელობა და სამშობლოში მალე დაბრუნება უსურვეს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს