დვაბზუს საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა ნაწარმოების პერსონაჟთან ინტერვიუ „ჩაწერეს“
20-12-2021

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლაში კომპლექსურ დავალებებს აქტიურად ასრულებენ. 

ამჯერად, დავალება მე-9 კლასის მოსწავლეებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, პედაგოგ ნათელა ღლონტის ხელმძღვანელობით, შეასრულეს. მათი თემა გიორგი შატბერაშვილის „საუკუნო საგზალი“ იყო. 

გაიმართა ღია გაკვეთილი, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. 

მოსწავლეებმა ნაწარმოებიდან მათთვის საინტერესო პერსონაჟი შეარჩიეს და მასთან ინტერვიუ ჩაწერეს.

„მოსწავლეებმა შესანიშნავად გაართვეს დავალებას თავი, გააცოცხლეს ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა, გიორგი მანსვეტაშვილი. გვამოგზაურეს ჩარგალში, მწერალთა სახლში, გიორგი მანსვეტაშვილის ოჯახში, ვაჟა- ფშაველა ფინჯან ჩაიზეც კი დაპატიჟეს. ეს ყველაფერი საინტერესო პრეზენტაციების სახით იყო წარმოდგენილი. ერთ-ერთმა მოსწავლემ გადაწყვიტა ვიდეო ჩანაწერის გაკეთება და ილია ჭავჭავაძის როლი მეგობარს მოარგო, ილიას კი- მშობლიურ მხარეში ეწვია. გაკვეთილს დაესწო დირექციის და კათედრის წარმომადგენელი, მათ მაღალი შეფასება მისცეს გაკვეთილს“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203