ეშტიის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა ფრინველის სახლები დაამზადეს
17-12-2021
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობებსა თუ ღონისძიებებში მუდამ აქტიურად არიან ჩართულნი.

ამჯერად, სკოლის ეკოკლუბის წევრებმა გარემოზე იზრუნეს და ფრინველებისთვის ბუდეები დაამზადეს.

აქტივობის მიზანი ფრინველებზე ზრუნვა და მათი გამრავლების ხელშეწყობა იყო.

„ფოთოლცვენის გამო ხეები მათთვის კარგ და უსაფრთხო თავშესაფარს აღარ წარმოადგენს და სწორედ ამ დროს შეგვიძლია მათი დახმარება. ფრინველების სახლები საძილე თავშესაფრად გადავაკეთეთ. ბუდის ასაშენებელი მასალა სწორად უნდა ყოფილიყო შერჩეული და მრავალი ფაქტორი გათვალისწინებული, მაგალითად: კვერცხებისთვის რბილი ნიადაგის შექმნა, რათა ფრინველის წონას არ დაეზიანებინა, ტემპერატურის ცვლილებებისგან სათანადო დაცვა, მტაცებლებისგან დაფარვა და სხვა ფაქტორები, იქნება ეს მზე თუ წვიმა“, - აღნიშნულია სკოლის გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203