ჭვინთის საჯარო სკოლაში ანა კალანდაძის დაბადებიდან 97-ე წლისთავი ღონისძიებით აღნიშნეს
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლაში ანა კალანდაძის დაბადებიდან 97-ე წელი ღონისძიებით აღნიშნეს.
მოსწავლეებმა პოეტის ბიოგრაფიისა და შემოქმედების შესახებ ისაუბრეს, წაიკითხეს მისი ლექსები და მოუსმინეს ამ ლექსებზე შემნილს კომპოზიციებს.
ღონისძიებაში როგორც დაწყებითი, ასევე მაღალი კლასის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. მისი ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მანანა ჩინჩალაძე იყო.
სკოლა ამაყობს მოსწავლეებით და წარმატებას უსურვებს.
„სკოლაში აღნიშნეს „ქართული პოეზიის დედოფლად“ წოდებული პოეტის, ანა კალანდაძის 97-ე წლისთავი. მოსწავლეებმა წაიკითხეს მათთვის საყვარელი ლექსები ,გაიხსენეს პოეტის ბიოგრაფიული შტრიხები. მოისმინეს პოეტის ლექსებზე შექმნილი ცნობილი სიმღერები. მათ შორის „საქართველოოო ლამაზო“. მოისმინეს ანა კალანდაძის მიერ წაკითხული ლექსები“,- წერს სკოლა.
იხილეთ ფოტოები: