ნოღოხაშის საჯარო სკოლის პირველკლასელი მარიამ ცომაია მათემატიკის ოლიმპიადის ყველაზე ნორჩი გამარჯვებული გახდა
17-12-2021

ქალაქ აბაშის ნოღოხაშის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლე მარიამ ცომაია, რომელიც განსაკუთრებული მათემატიკური ნიჭითა და გამჭრიახი გონებით გამოირჩევა, „კენგურუს“ მათემატიკური ოლიმპიადის ყველაზე ნორჩი გამარჯვებული გახდა. 

სკოლა მარიამის წარმატებით ამაყობს და გამარჯვებას ულოცავს. 

„სკოლის დირექცია მარიამს გამარჯვებას ულოცავს და შემდგომ წარმატებებს უსურვებს. სკოლა მადლობას უხდის დაწყებითი კლასის მასწავლებელს თათია ხინტკირიას და წარმატებებს უსურვებს თავის აღსაზრდელებთან ერთად“, - აღნიშნულია მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203