დილიკაურის საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, დიორამები შექმნეს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს აქტიურად ასრულებენ.
მეორე კლასის მოსწავლეება ქართულ ენაში მოთხრობა „ოთხი სურვილის“ მიხედვით, ცაკლეული ეპიზოდების დიორამა შექმნეს.
აღნიშნული კომპლექსური დავალების პირობა წელიწადის დროების მიხედვით დიორამის შექმნა და თავიანთი სურვილის დამატება იყო.
„მოსწავლეებმა ძალიან დიდი ინტერესი გამოიჩინეს აღნიშნული დავალების მიმართ და წარმატებით გაართვეს თავი სამუშაოს. რაც შეეხება სურვილებს, მართლაც რომ მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი იყო“,- წერს სკოლა.
იხილეთ ფოტოები: