„გმადლობთ, რომ შეგვახსენეთ ქველმოქმედების ძალა“- უცნობმა ქალბატონმა თბილისის Ν136 სკოლის მოსწავლეთა საშობაო სურვილები აასრულა
17-12-2021

თბილისის Ν136 საჯარო სკოლაში უცნობმა პირმა მოსწავლეებისთვის საჩუქრები მიიტანა. 

როგორც სკოლა წერს, მან საკუთარი სახელის გამხელაც არ ისურვა, ისე აუხდინა მოსწავლეებს საახალწლო სურვილები. 

სკოლა მადლობას უხდის ამ ქალბატონს. 

„სიკეთე  გადამდებია. ზამთრის ერთი სუსხიანი დღე საოცრად თბილი აღმიჩნდა ჩვენი სკოლისთვის. ჭიშკარი ჯადოსნურმა სანახაობამ გახსნა. სახენათელმა ახალგაზრდამ მოულოდნელი საჩუქრებით აავსო სკოლის ჰოლი. ყველა უპოვარსა და გაჭირვებულს მიეცითო, ჩაიბუტბუტა და მერე სადღაც გაქრა, გაქრა და ჩვენი მოსწავლეების საშობაო სურვილები წამში აასრულა. სიკეთითა და სილამაზით მდიდარო ქალბატონო, გმადლობთ თქვენ, ამ მოულოდნელი სიურპრიზისთვის. გმადლობთ, რომ შეგვახსენეთ ქველმოქმედების ძალა, რომლის ტოლფასიც წუთისოფლის არცერთი სიმდიდრე არ არის“,- წერს სკოლა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203