ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასში მოსწავლეთა ნახატების გამოფენა გაიმართა
17-12-2021
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
სკოლის მე-4 კლასში თავისუფალ თემაზე ნახატების გამოფენა გაიმართა. მოსწავლეებმა სხვადასხვა თემაზე საკუთარი ნახატები წარადგინეს და პრეზენტაცია გააკეთეს; ნამუშევრები შესრულებული იყო საღებავებით, ფანქრებით - ცივი და თბილი ფერებით
შემდეგ ხელოვნების მასწავლებელმა, თამარ ზარნაძემ კლასი ჯგუფებად გაყო და იმუშავეს თემაზე - „მეგობრობა“.
ჯგუფში არჩეულმა პრეზენტატორებმა საინტერესოდ წარმოადგინეს ნამუშევრის პრეზენტაციები.
სკოლის დირექციამ მოსწავლეებს და დამრიგებელს საინტერესო ღონისძიებისათვის მადლობა გადაუხადა.