ხონის N2 საჯარო სკოლაში, „ახალი სკოლის მოდელის“, ფარგლებში სამი საინტერესო პროექტი ხორციელდება
17-12-2021
აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
სკოლაში ამჯერად სამ პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს, რომლის შესახებ დეტალურ ინფორმაციას თავად სკოლა ავრცელებს:
„ახალი სკოლის მოდელის“, ფარგლებში მიმდინარეობს 3 პროექტზე მუშაობა: 1. გლობალური საფრთხეების წარმოჩენა - „დაიცავი, რათა დაგიცვას“, პასუხისმგებელი პირი - თამარ მეშველიანი, სამიზნე ჯგუფი - VIII კლასი; 2. ფინანსური წიგნიერება - „რაზე დავხარჯო ჩემი პირველი მილიონი", პასუხისმგებელი პირი - მადონა გოფოძე, სამიზნე ჯგუფი - X კლასი; 3. სამოქალაქო უსაფრთხოება - „ცეცხლი მეგობარია, ცეცხლი მტერია", პასუხისმგებელი პირი - ამბროსი მელქაძე, სამიზნე ჯგუფი - IX კლასი“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს