დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები გარემოსდაცვით კონკურსში ჩაერთნენ
17-12-2021
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები არაერთ საინტერესო პროექტსა თუ აქტივობაში ხშირად და დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ.
ამჯერად, ეკოსკოლების მსოფლიო პროექტის - „დავიცვათ საქართველოს სისუფთავეს“, ფარგლებში სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები გარემოსდაცვით კონკურსში ჩაერთნენ, რომლის მიზანია ბავშვებმა საკუთარი სკოლის ეზო დაასუფთაონ და გაამწვანონ.
„მართლაც, მწვანდება, მშვენდება და სუფთავდება ჩვენი სკოლის ეზო.. პატარებმა საკუთარი პაწაწა ხელებით დარგეს მარადმწვანე ნაძვის ნერგები და შეჰპირდნენ თითოეულ ნარგავს, რომ მთელი გულით იზრუნებდნენ მათზე. ასევე, გულმოდგინედ დაასუფთავეს სკოლის გარემო. პროექტის და ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ გლობალური პრობლემის, კლიმატის ცვლილების, შერბილებას“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს