თისელის საჯარო სკოლაში მაგიდის ჩოგბურთში შეჯიბრი გაიმართა
17-12-2021
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ თისელის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის სხვადასხვა აქტივობები თუ შეჯიბრებები ხშირად იმართება და ბავშვებიც დიდი ხალისით მონაწილეობენ.

სკოლაში ამჯერად, შიდასასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, წყვილებს შორის, მაგიდის ჩოგბურთში შეჯიბრი ჩატარდა; აღნიშნული აქტივობა სპორტის მასწავლებელმა, ანზორ მახათაძემ მე-6 და მე-7 კლასებს შორის გამართა, როგორც ინდივიდუალურად ასევე, წყვილებს შორის.

თამაშის ბოლოს გამარჯვებული წვილი სიგელით დაჯილდოვდა.

„სპორტის გაკვეთილებზე მოსწავლეები ყველა აქტივობას დიდი სიყვარულითა და ხალისით ასრულებენ, რაც მხოლოდ მასწავლებლის დამსახურებაა. სკოლის დირექცია მადლობას უხდის მასწავლებელს აქტიური ჩართულობისათვის“, - აღნიშნულია დირექციის მიერ გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203