წყალტუბოს N1 სკოლის VII კლასში თემაზე - „პოპულარული სპორტის სახეობები“, ინგლისური ენის საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა
17-12-2021
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო, ინტერაქტიულ და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.
15 დეკემბერს, სკოლის VIIბ კლასში თემაზე - „პოპულარული სპორტის სახეობები“, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ინგლისური ენის საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა.
მოსწავლეებმა აღნიშნული თემის ფარგლებში პრეზენტაციები წარადგინეს
„მოსწავლეებმა ისაუბრეს საკუთარ დამოკიდებულებაზე სპორტის სხვადასხვა სახეობებზე. სპორტის თამაშისთვის საჭირო წესების, აღჭურვილობის და აღნიშნულ სპორტთან დაკავშირებით სხვა საინტერესო დეტალების შესახებ. ასევე, საკუთარ სპორტულ მიღწევებზე და გეგმებზე. აღსანიშნავია მოსწავლეების პოზიტიური დამოკიდებულება კომპლექსური დავალების მიმართ. კარგად გაართვეს თავი. გაკვეთილი შეფასდა დადებითად (პედაგოგი თ. მახვილაძე, კლასის ხელმძღვანელი მაკა ჟორჟოლიანი)“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს