კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტმა მოსწავლეებისთვის სამეცნიერო სემინარი ჩაატარა
15-02-2018
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების მესამე კურსის სტუდენტმა გიორგი მორგოშიამ, ზუგდიდის რაიონის საზღვრისპირა სოფელ ორსანტიაში სამეცნიერო სემინარი ჩაატარა თემაზე - „დასავლეთის გეოპოლიტიკური ტრანსფორმაცია საქართველოსადმი (2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ)“.

საზოგადოებრივ ცენტრში გამართულ სემინარს XI-XII კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ. მომხსენებელმა იმ მნიშვნელოვან გამოწვევებსა და საფრთხეებზე ისაუბრა, რომლის წინაშეც დღეს საქართველო დგას.

ღონისძიების ორგანიზატორის თქმით, სემინარი პოლიტიკურ და სახელმწიფო დონეზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების განსაზღვრა-ჩამოყალიბებაში ახალგაზრდების როლის გაზრდის მიზნით ჩატარდა.

გიორგი მორგოშია კსუ-ში არსებული შეერთებული შტატებისა და კანადის შესწავლის ინსტიტუტის (USACA) საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორია.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203