„ჩემი მისიაა მოსწავლეებმა ჩემში დაინახონ არამხოლოდ პედაგოგი, არამედ ერთგული მეგობარი“-ქუთაისის N40 სკოლის პედაგოგი ინგა მეტონიძე მასწავლებლის როლზე
17-12-2021
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა სწავლა-განათლებაზე ყოველთვის დაუღალავად ზრუნავენ. მათი საქმისადმი ერთგულება და თავდადება ყოველთვის შესამჩნევი და ამავდროულად სამაგალითოა.

სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული და პროფესიონალი პედაგოგი, ინგა მეტონიძე მასწავლებლის მისიის შესახებ ვრცლად და მეტად საინტერესოდ საუბრობს.

იგი მიიჩნევს, რომ პედაგოგი მოსწავლისთვის არამხოლოდ მასწავლებელი უნდა იყოს არამედ ერთგული და საყრდენი მეგობარი:

„ჩემს მისიად მივიჩნევ ჩემში მოსწავლეებმა ნახონ არამხოლოდ პედაგოგი, არამედ თანამოაზრე, ერთგული, სანდო, საიმედო და საყრდენი მეგობარი“.

იმისთვის რომ გაკვეთილი იყოს მეტად საინტერესო ამისთვის მასწავლებელმა მხოლოდ ცოდნის გადასაცემად კი არ იღვაწოს, არამედ საგაკვეთილო პროცესი აღმოჩენებით სავსე უნდა გახადოს.

იხილეთ ვიდეო ლინკზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203