ქუთაისის N40 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა, ისტორიის კომპლექსური დავალების ფარგლებში, მკვლევარის როლი მოირგეს
17-12-2021
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს ქმნიან.

სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა ისტორიის გაკვეთილზე თემაზე - „სელჩუკები, ჯვაროსნები და საქართველო“ კომპლექსური დავალება შეასრულეს.

მოსწავლეების პედაგოგი ლალი რობაქიძეა, ხოლო კლასის ხელმძღვანელი ბელა სვანიძე გახლავთ.

„სამიზნე ცნება - წყარო. მოსწავლეებმა მოირგეს მკვლევარის როლი. მოიძიეს XI-XIII ს.ს-ში საქართველოს მეფეებისა და ჯვაროსნების უშუალო კავშირის დამადასტურებელი წყაროები და შექმნეს სტატია. სტატიაში მოსწავლეებმა წარმოადგინეს: გამოწვევები, რომელთა წინაშეც საქართველოს საგარეო პოლიტიკა დადგა XI-XIII საუკუნეებში; მონარქები, რომელთა კავშირი ჯვაროსნებთან ისტორიული ფაქტებითა და წერილობითი წყაროებით დასტურდება; საქართველოს ურთიერთობა ჯვაროსნებთან და ამ ურთიერთობის დადებითი და უარყოფითი შედეგები; რამდენად სანდოა წყაროები, რომელსაც შუა საუკუნეების ისტორიკოსები გვაწვდიან. კომპლექსური დავალების ფარგლებში მოსწავლეებმა წერილობითი წყაროები კრიტიკულად გაიაზრეს, გაანალიზეს, წარმოაჩინეს საკუთარი პოზიციები და შეძლეს საინტერესოდ წარმოეჩინათ საქართველოსა და ჯვაროსნების ურთიერთობა შუა საუკუნეებში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203